ფოთის მერის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება რივერსაიდის პროექტითაც დაინტერესდა და „თეატრის მშენებლობის ფინიშის გამოჩენისთანავე მის განხორციელებაზეც დაიწყება ზრუნვა“.

თუმცა, თეატრის „ფინიშის“ გარდა, „რივერსაიდის“ ბედი ფოთელ ბიზნესმენებზეცაა დამოკიდებული.

თევზის ბიზნესში ჩართული ადგილობრივი ბიზნესმენები, ესპანელ არქიტექტორებისთვის თევზის რესტორნის პროექტის შეკვეთას აპირებენ. თუკი შეთანხმება შედგება, ესპანელ არქიტექტორთა ჯგუფი ფოთის მერიას „რივერსაიდსა“ და მერიის შენობას დაუპროექტებს.

–„ეს ორი–სამი თემა წელს ქაღალდზე ასახვას პოვებს და დაიწყება მუშაობა რეალური განხორციელებისთვის“–აღნიშნა ლემონჯავამ.

კომენტარები