ფოთში კრივში ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი მიმდინარეობს.

ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს ქალაქებიდან და რეგიონებიდან 140 მოკრივე იბრძვის.

შეჯიბრში თერთმეტი ფოთელი მოკრივე მონაწილეობდა, მათგან ნახევარფინალში შვიდი: ბადრი წიფურია (46 კგ.), გიორგი ფაცია (50 კგ), ალექსი გაგუა (52კგ), არჩილ ტურავა (54), გოგა დუნდუა (54კგ), დავით ლომიძე (63 კგ), ნუკრი ადამია (63) მოხვდნენ.

ტურნირი 30 მარტს დასრულდება.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი ქალაქში 2005 წლიდან ტარდება.

კომენტარები