გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბადრი ტაბიძის ადვოკატის, ლონდა შამუგიას განცხადებით, ტაბიძის საქმეზე სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ მიუღია.

როგორც ტაბიძის ადვოკატი ამბობს, ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან პასუხს ყოველდღე ელოდებიან, თუმცა, კონკრეტული ვადა ექსპერტიზას არ აქვს.

როგორც გამომძიებელმა, ანზორ როგავამ გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატთან საუბრისას განაცხადა, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი და ბადრი ტაბიძის ტანსაცმელზე არსებული სისხლი, ერთსა და იმავე პირს – ბადრი ტაბიძეს ეკუთვნის.

ბადრი ტაბიძის საქმე სისხლის სამართლის კოდექის 118-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხეულისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

გარდაცვლილი კი საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით, მათ შორის, თავის ქალის ტრამვითა და ტვინის შეშუპებით მოათავსეს.

ბადრი ტაბიძის დედის განცხადებით, მისი შვილი პოლიციელებმა სცემეს, შემდეგ კი გამოჯანმრთელებისა და ალაპარაკების შიშით, საავადმყოფოს პალატაში გაგუდეს.

კომენტარები