6 თვიანი სტაჟირება, რომლის ფარგლებშიც სტაჟიორს კონკრეტული დავალებების შესრულება მოუწევს, ანაზღაურების გარეშე მოხდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებსა და დამამთავრებელი ფაკულტეტის სტუდენტებს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, საბუთების წარდგენის ვადის დამთავრებიდან 10 დღის ვადაში.

მონაწილეებს მოეთხოვებათ სამომხმარებლო დონეზე კომპიუტერთან მუშაობისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

საქართველოს კონსტიტუცია, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.

საბუთები მიიღება ფოთის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში (მის: ქ. ფოთი, აღმაშენებლის #3. ტელ: 22-08-30).

კომენტარები