–„საკუთარი საძინებლიდან სამართალდამცავების დანახვის შემდეგ სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა. მისი ცხედარი საძინებელ ოთახში საწოლზე იპოვნეს. კჩაჩი საწოლზე ზურგით იქვა და ხელში „მარგოლინის“ ფირმის პისტოლეტი ეჭირა. მას ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა მარჯვენა საფეთქლიდან მარცხენა ყურამდე აქვს მიყენებული“– განაცხადეს ჟურნალისტებთან საუბრისას დეფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის პრეს–სამსახურში.

კჩაჩი ალექსანდრე ანქვაბზე მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი.

გამოძიებამ შინაგან საქმეთა ექს–მინისტრის კვალზე მას შედეგ გავიდა, რაც ანქვაბის კორტეჟზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დაკავეს.

ორი დღის წინ კჩაჩი სამართალდამცავებთან პირველ გასაუბრებაზე იყო.

–„საუბრის შემდეგ ის მშვიდად დაბრუნდა სახლში, თუმცა მეორე დღეს ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან იყო მოსული და ცდილობდა დაკავებულებზე ინფორმაცია მიეღო.

მის დაკავებაზე ხმები ბოლო დღეებში სულ ვრცელდებოდა და მას თავისუფლად შეეძლო ქვეყნიდან გასვლა, თუმცა რატომღაც ასე არ მოიქცა“–წერს რუსული მედია შსს–ს წყაროზე დაყრდნობით.

ანქვაბზე თავდასხმში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება სამართალდამცავებს ბიზნესმენ ანზორ ბუთბა, თემურ და ალხას ხუთაბებზე, ასევე ძმები ხაშგებიდან ერთ–ერთზე აქვთ. კიდევ ორ დაკავებულს კი ამ დრომდე ბრალი ნარკოტიკების შენახვაში ედებათ.

დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან დიდი ოდენობით იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.

ასამბეი კჩაჩი 1996–2003 წწ–ში დეფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

2005 წლამდე რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.

ბოლო წლებში ის ოპოზიციურ ძალებს ემხრობოდა, თუმცა პოლიტიკაში აქტიურად არ იყო ჩართული.

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ის ვიცე–პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს, „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის“ კანდიდატთან ბესლან ბუთბასთან ერთად.

დაკავებული ანზორ ბუთბა სწორედ, ბესლან ბუთბას ნათესავია.

მომზადებულია რუსული მედიის მიხედვით.

პორტალ „LifeNews.ru”-ს ფოტო

კომენტარები