ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე სარემონტო ფართს, ვარადეული აფაქია რამდენიმე თვეა საცხოვრებლად იყენებს.

შენობაში არც წყალია, არც დენი, არც საპირფარეშო, კედლები და იატაკი ბეტონისაა.

აქ მხოლოდ ნაგავსაყრელიდან მოტანილი ძველმანებია, რომელიც მოხუცს საწოლის მაგივრობას უწევს. თავსაც ნაგავსაყრელებზე და ბაზრის ტერიტორიაზე მოგროვილი ქილების და ბოთლების ჩაბარებით ირჩენს.

მოხუცის თქმით, ქალაქის გარეუბანში, ე.წ. „პარომზე“,პატარა ქოხი აქვს, მაგრამ ფეხით იქამდე წასვლას ვერ ახერხებს, მგზავრობის ფული კი უმეტესად არა აქვს.

ამბობს, რომ უფროსი ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ, მისი ოჯახის წევრები საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ. თვითონ ფოთში დარჩენა ამჯობინა.

მომვლელი არავინ ყავს, ნათესავებთან კი თავისი მდგომარეობის გამო ურთიერთობა არა აქვს.

კომენტარები