-„ჩემი შვილის ამბავი, რომ მოუყევი, ძალიან აღელდა და ხვიტიას (ზუგდიდის რაიონული პროკურორი -ავტ.) უთხრა: თუ ამ საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებთ, ყველას მოგხსნით სამსახურიდანო,“ -ამბობს ქეთო გადელია.

ქეთო გადელია ამბობს, რომ თუ უახლოეს მომავალში პროკურატურიდან დამაკმაყოფილებელ პასუხს არ მიიღებს, ის თბილისში ფეხით ჩავა.

– „პრეზიდენტთან ფეხით ჩავალ, ვერავინ შემაჩერებს. მე უნდა ვიცოდე, რა დაემართა ჩემს შვილს.“ – აცხადებს გარდაცვლილის დედა.

ბადრი ტაბიძე სახლიდან 1 იანვარს, არაფხიზელ მდგომარეობაში გავიდა. იგი მეორე დღეს ახლობლებმა, ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრში აღმოაჩინეს. ტაბიძე, სამედიცინო ცენტრში მრავლობითი დაზიანებებით, მათ შორის, თავის ქალის ტრავმითა და ტვინის შეშუპებით მოათავსეს.

ბადრი ტაბიძე სავადმყოფოში სამი თვე მკურნალობდა, აქედან ერთი თვე რანიმაციულ განყოფილებაში.

გარდაცვლილის ოჯახი ბადრი ტაბიძის მკვლელობაში პოლიციას ადანაშაულებს.

კომენტარები