გაფრთხილების ბარათში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებული, ბარათის მიღებიდან, არაუგვიანეს ერთ კვირაში სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის სამსახურში უნდა გამოცხადდეს.

ბარათში აღნიშნულია, რომ პატიმრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას პირობითი მსჯავრი გაუუქმდებოდა და განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდა დაეკისრებოდა.

-„ეს არის დაცინვა და ჩემს გამწარებულ ცხოვრებას უფრო ამწარებენ“,– ამბობს გარდაცვლილი პატიმრის დედა, ჟუნა კალანდია.

მურმან კალანდიას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 წელი პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. მას პატიმრობის ვადა 22 აპრილს ეწურებოდა.

შეგახსენებთ, რომ 42 წლის მურმან კალანდია, ქუთაისის მე-2 საპყრობილეში 31 ოქტომბრს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, ნაცემი პატიმარი ზუგდიდის საპყრობილიდან თბილისში ციხის საავადმყოფოში გადაყავდათ.

დედამ პატიმარი შვილი ზუგდიდის საპყრობილეში, 16 ოქტომბერს მოინახულა და როგორც თავად ამბობს, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.

კომენტარები