ესპანური ინტერნეტგამოცემა noticias.lainformacion.com–ის ცნობით, იმ პირთა შორის, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ, კატალონიაში დაბადებული 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებიცაა და ამ დროისათვის ისინი უცხოელთა ცენტრში იმყოფებიან.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ პატიმრობაში იმყოფებიან. თუმცა, ესპანური მედია ამ დროისათვის პატიმრობის მიზეზსა და მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.

რაფაელ რიბოს წერილში აღნიშნულია, რომ პატიმრობაში მყოფი არალეგალების მიმართ ადგილი ჰქონდა გულგრილ დამოკიდებულებასა და, შესაძლოა, უფლებების ბოროტად გამოყენებასაც კი. მათ არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება იმ დროს, როცა რამდენიმე საათის განმავლობაში თირკმლების ძლიერი ტკივილები ტანჯავდათ.

ამ ფაქტზე, რიბო გამოძიების ჩატარებასა და დეპორტაციის შემთხვევაში, ბავშვებისა და მშობლების ინტერესების დაცვას ითხოვს.

მომზადებულია noticias.lainformacion.com – ის მიხედვით

კომენტარები