ფოთის საქალაქო სასამართლომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევისთვის თურქი მეზღვაურები სამ–სამი ათასი ლარით დააჯარიმა.

ეკიპაჟის 12 წევრს აღმკვეთი ღონისძიება სასამართლომ გირაოთი შეუცვალა.

ხსენებული დანაშაულისთვის საქართველოს კანონმდებლობა 3–დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წინასწარი ინფორმაციით, მეზღვაურებს უახლოეს დღეებში საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაათავისუფლებენ.

ამ დროისთვის დაკავებული გემებიდან ერთი ფოთის, მეორე კი ბათუმის პორტში იტვირთება.

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემები პიცუნდის პორტში, გარე რეიდზე დგომისას სანაპირო დაცვის სასაზღვრო პოლიციამ და საგამოძიებო ოპერატიულმა სამმართველომ 25 აპრილს დააკავა.

კომენტარები