ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს, სპექტაკლის -„ თავისუფლების შაუღამე“ პრემიერა გაიმართება.
მთავარი როლის შემსრულებელი დებიუტანტი მსახიობი, კესო შედანია 14 წლისაა. იგი, გამოცხადებული კასტინგის შედეგად შეირჩა.
პიესის ავტორი ლიკა მორალიშვილია, ხოლო რეჟისორი ბადრი წერედიანი.
სპექტაკლი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს ეხება, სადაც 13 წლის აფხაზი გოგონა ქართველ მეომარს გადაარჩენს…
სპექტაკლის პრემიერა 3-4 მაისს 20:00 საათზე გაიმართება.
ზუგდიდის თეატრის ბიუჯეტი 150 ათას ლარს შეადგენს და წელიწადში 5-6 სპექტაკლის პრემიერა იმართება.
კომენტარები