შსს ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერება ზუგდიდში ეჭვმიტანილმა პიროვნებამ რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოიტანა. ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებულია და ტერიტორია გაუვნებელყოფილია.

საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

დღეს დილით, ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან, დაახლოებით 8:30-ზე შავ პაკეტში ჩადებული ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს.

კომენტარები