Tspress-მა 3 მაისს, პრეზიდენტის ფოთში ვიზიტისას დანაშაულებრივი ფაქტის შეტყობინების განცხადებით ფოთის რაიონულ პროკურატურას მიმართა .

განცხადება ეხებაპრეზიდენტის დაცვის მიერ Tspress-ის ჟურნალისტზე, იზა სალაყაიაზე განხორციელებულ ზეწოლას, რომელსაც ადგილი ქონდა პრეზიდენტის ფოთში ვიზიტისას.

ჟურნალისტი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა საავადმყოფოს ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე, როდესაც ის ტერიტორიიდა ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ვიდეოგადამღები და პირადი ჩანთა წაართვეს, მოგვიანებით მას კუთვნილი ნივთები დაუბრუნეს, თუმცა კამერას არ ქონდა მეხსიერების ბარათი.

სამართალდამცველების მხრიდან აღნიშნული საქციელი სისხლის სამართლის 154-ე და 333-ე მუხლების გათვალისწინებით დანაშაულად მიიჩნევა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კი ჟურნალისტს აქვს უფლება, გააშუქოს საჯარო მოვლენა/ფაქტი რაიმე განსაკუთრებული ნებართვის გარეშე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ მოვლენისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის მას პროფესიულ საქმიანობაში, უკანონოა.

კომენტარები