“ქართული ოცნების” ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრა დევნილთა ახალი რაიონიდან დაიწყო, დევნილების პრობლემები მოისმინა და შეკითხვებს უპასუხა.

მოსახლეობა მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებდა და მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ პირობებზე საუბრობდა.

– „ხელისუფლება უკვე მერამდენე არჩევნებია იტყუება, რომ დაგასაქმებთ, ჩვენ კი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით ვაპირებთ თქვენს დახმარებას,“– უპასუხა მათ ალასანიამ.

დევნილები დაინტერესდნენ, რა გზით აპირებს „ქართულ ოცნება“ ტერიტორიების დაბრუნებას.

– „იარაღით დაბრუნება ვერ მოხერხდება. ეკონომიკური და სავაჭრო ბერკეტებით, სავაჭრო ურთიერთობების გახსნის გზით წარმოგვიდგენია“,– განმარტა ალასანიამ.

შეხვედრაზე დევნილებმა ალასანიას ხელისუფლების მიერ მათთვის გადაცემული საცხოვრებლების დაკანონების საკითხით დაინტერესება და პრობლემის მოგვარება სთხოვეს. ოპოზიციონერი ლიდერის ვარაუდით, ხელისუფლება ბინებს მათ, სავარაუდოდ, არჩევნების წინ, ხმის სანაცვლოდ დაუკანონებენ.

კომენტარები