„ამერიკის სამხედრო დახმარება საქართველოს თავდაცვით რეფორმებს კვლავ გაუწევს მხარდაჭერას, გააფართოებს მის მონაწილეობა ისაფის (ავღანეთის) ოპერაციებში და უზრუნველყოფს ნატოს კრიტერიუმების შესრულებას. იანვარში მიხეილ სააკაშვილი და ბარაკ ობამა შეთანხმდნენ, რომ გააღრმავებენ ასეთ თანამშრომლობას.“ – ამბობს გორდონი. მისი თქმით, საქართველომ ნატოში შესასვლელ გზაზე დიდი მიღწევები აჩვენა და ალიანსზე მიერთების სურვილის დემონსტრირებას ახდენს, თუმცა, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. გორდონმა გაიხსენა, რომ ამერიკამ არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ ჩიკაგოში 20-21 მაისისათვის დაგეგმილ სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვა არ მოხდება.

„საქართველომ მიაღწია არსებით წინსვლას. თუმცა, მას ჯერ არ მიუღწევია იმ დონისათვის, რომელიც ალიანსის კანდიდატ წევრებს უნდა გააჩნდეთ. თუმცა, ამის გარეშეც იქნა გაგზავნილი სიგნალი (ამერიკის ადმინისტარაციისაგან), რომ ნატოს გაფართოებას ბევრი მიზეზის გამო, ჩვენ შევანელებთ.“ – აღნიშნა გორდონმა.

ამერიკის კონგრესისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადრე აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ პრინციპების დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქცენტი კი შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებსა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე კეთდებოდა.

მარტში, საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის დანიშვნასთან გამართულ მოსმენებზე, დემოკრატმა-სენატორმა ჯინ შაჰინმა (ნიუ-ჰემფშირი) განაცხადა, რომ საქართველომ თავისი სწრაფვა დემოკრატიული რეფორმების ერთგულების გზით უნდა დაამტკიცოს. მისი აზრით, კრიტიკული ტესტი “დემოკრატიულობაზე“ სწორედ საპარლამენტო არჩევნები იქნება.

შაჰინმა დამსწრეებს შეახსენა, რომ დემოკრატმა-სენატორმა მერილენდიდან ბენჯამინ კარდინმა, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო რუსეთის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, ადრე განაცხადა, რომ არჩევნები საქართველოში შესაძლოა არასაკმარისად გამჭვირვალე და სინდისიერი აღმოჩნდეს.

რამდენიმე ექსპერტმა და მედია საშუალებამაც გამოთქვა ვარაუდი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე და ხმის მიცემის თარიღი შემოდგომიდან უფრო ადრე გადმოსწიოს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. სენატორმა ახალ ელჩს, რიჩარდ ნორლანდ სთხოვა, რომ ინფორმაცია ამ საკითხის ირგვლივ, ამერიკის სენატის წევრთა შეშფოთებისა და ოპოზიციაზე ზეწოლის დაუშვებლობის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებისათვის მიეწოდენებინა.

თავის მხრივ, ნორლანდმა განაცხადა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების ასპექტებით და ოპოზიციაზე არსებული ზეწოლით თავადაც ღრმად არის შეშფოთებული.

„ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება ხვდება, რომ იმყოფება დაკვირვების, გულმოდგინე დაკვირვების ქვეშ და ეს არჩევნები სერიოზული ტესტი იქნება ქვეყნის ნატოში გასაწევრიანებლად.“- აღნიშნა მაშინ ნორლანდმა.

გამოყენებულია www.vz.ru მასალები

ზურა ბაუჟაძე

კომენტარები