ბიწაძე სამინისტროს ქვესაუწყებო დაწესებულებაში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის გურჯაანის რაიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან 2010 წლის 10 ნოემბერს გაათავისუფლეს.

სახალხო დამცველის ოფისმა მოქალაქის მიმართვის საფუძველზე საქმის მასალები შეისწავლა.

–”ზეინაბ ბიწაძეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის რაიონულ სამმართველოში არსებული შტატით გათვალისწინებული თანამდებობებიდან ეკავა ერთ–ერთი. შესაბამისად, ის, თუ რატომ მოხდა ზეინაბ ბიწაძის თანამდებობიდან გათავისუფლება და რის საფუძველზე მიენიჭათ დანარჩენ სპეციალისტებს (რომლებმაც შეინარჩუნეს თანამდებობები) უპირატესობა, უნდა ყოფილიყო დასაბუთებული ყველა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითებით, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ობიექტურად შეეფასებინა ზეინაბ ბიწაძის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”,–ნათქვამია რეკომენდაციაში.

გიორგი ტუღუში სამინისტროს ზეინაბ ბიქაძის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას თხოვს.

კომენტარები