ბათუმში დღეს საქართველოს კულტურის მინისტრს ნიკა რურუას ელოდებიან, რომელიც ბათუმის დრამატულ თეატრში 4 საათზე რეგიონის კულტურის მოღვაწეებს შეხვდება.

შეხვედრაზე კულტურის სფეროში არსებული პრობლემების განხილვა იგეგმება, რის შემდეგაც ნიკა რურუა თეატრში დაგეგმილ სპექტაკლზე – „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“ აპირებს დასწრებას.

„გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“ გოგი თავაძის სპექტაკლია, რომლის პრემიერამ ბათუმის დრამატულ თატრში რამდენიმე თვის წინ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. სამუშაოს მაძიებელი მოხუცი ჯამბაზების ისტორიას სცენაზე ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებთან – ტიტე კომახიძესთან და მამუკა მანჯგალაძესთან ერთად რამაზ იოსელიანიც გააცოცხლებს.

კომენტარები