გუდიაშვილის სკვერის გადასარჩენად მოქალაქეთა იმპროვიზებული აქციები პერიოდულად უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები და მინაწილეები გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძგლების ნგრევას აპროტესტებენ და მათ რეაბილიტაციას მოითხოვენ. დღევანდელი აქციის საჭიროება გუშინ, გუდიაშვილის ნომერ 2-ში დაწყებული სამუშაოები გახდა. შენობა ისტორიულია და აქციის ორგანიზატორთა თქმით იქ მიმდებარე სამუშაოები მის განადგურებას ისახავდა მიზნად, ნაცვლად მისი რეაბილიტაციისა.

“იყო დრო, გუდიაშვილის მოედანზე შენობების მფლობელი გვპირდებოდა – ყველაფრის ანგარიშს ჩაგაბარებთ და ძეგლადქცეულ შენობებს მხოლოდ რესტავრაციას გავუკეთებთო. ეს მფლობელ-ინვესტორი ქოსატყუილა აღმოჩნდა. მნგრეველები ვერ წარმოგვიდგენენ დოკუმენტს , რომელიც მათ შენობაზე თითის დაკარების ნებართვას მისცემდა.

მნგრეველების მზაკვრული გეგმები ჩვენს გეგმებს არ ემთხვევა. მნგრეველების გეგმები არც კომპეტენტური არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეების გეგმებს ემთხვევა. მნგრეველების გეგმები გაუგებარია – სად არის აბრა, რომელიც ყველა მშენებლობის წინ უნდა გამოიფინოს და სახეში აგვეფრიალოს?

მოითხოვე ნგრევის (!) შეჩერება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნება!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელეს. ისინი აქციების გარდა მოედანზე მორიგეობასაც გეგმავენ, რათა ამ გზით ხელი შეუშალონ უკანონო ნგრევას. აქციის ორგანიზატორების ერთ-ერთი მოთხოვნა გუდიაშვილის ნომერ 2-თან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის გასაჯაროებაა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის და “თბილისის ჰამქრის” წევრის, დათო გოგიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს შენობის ნგრევა, რასაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ.

კიდევ ერთი აქცია, რომელიც დღეს, დღის 2 საათზეა დაგეგმილი, მოქალაქეთა საორგანიზაციო ჯგუფის მიერ დაგეგმილი მსვლელობაა ვაკის პარკიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით. აქციის მონაწილეთა პირველადი გეგმის თანახმად, მსვლელობის საბოლოო წერტილი პარლამენტის შენობა უნდა ყოფილიყო, თუმცა მათ 26 მაისს დაგეგმილი აღლუმისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო პარლამენტთან გაჩერებაზე მათ თბილისის მერიისგან უარი მიიღეს.

ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ: “მიმდინარე წლის 14 მაისს საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი დავითგარეჯი“ თბილისის მერიის იურიდიულ სამსახრურს მიმართა განცხადებით 20 მაისს ქალაქ თბილისში საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ნებართვის გაცემის შესახებ. განცხადებაში მითითებული იყო, რომ საპროტესტო მსვლელობა დაიწყებოდა 20 მაისს, 14 საათზე, გადაინაცვლებდა აზერბაიჯანის საელჩოსთან და დასრულდებოდა პარლამენტის შენობასთან. 18 მაისს ქალაქ თბილისის მერიის იურიდული საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ გვაცნობა, რომ ჩვენს „მიერ განსაზღვრულ დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად“ და ჩვენ „მიერ მითითებულ დღეს საქართველოს პარლამენტთან აქციის გამართვა შეუძლებელია“. აღნიშნულის საფუძველზე, საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ ვაკის პარკიდან დაწყებული მსვლელობა არ შეჩერდება პარლამენტთან, მსვლელობა მხოლოდ ჩაივლის საკანომდ
ებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც დამოუკიდებლბის დღისადმი მიძღვნილი მოსამზადებელი სამუშაოები არ ტარდება, შეჩერების გარეშე აუყვება ჩიტაძის ქუჩას და საგარეო საქმეთა სამინისიტროს წინ წაიკითხავს სპეციალურ მიმართვას.

ამით 20 მაისი საპროტესტო მსვლელობა დასრულდება, ხოლო მსურველები გაემართებიან მამა დავითზე მშვიდობის პარაკლისზე დასასწრებად.”

აქციის ორგანიზატორებმა სპეციალური ვიდეო მიმართვაც გაავრცელეს, სადაც ისინი მოსახლეობას სამების საკათედრო ტაძრის ფონზე დავით-გარეჯი დაცვისკენ მოუწოდებენ.

ნასტასია არაბული

კომენტარები