კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გელა მთივლიშვილთან ერთად თიანენთში იმყოფებოდა “ქართული ოცნების” წარმომადგენელი რუსუდან სისაური.

მისი თქმით, დღეს, დაახლოებით 13:00 საათისთვის გელა მთივლიშვილი თიანეთის პოლიციის შენობას იღებდა, როცა პოლიციის შენობიდან უცნობი პირები გამოვიდნენ, მას საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, შემდე კი კამერის წართმევა მოინდომეს.

სისაურის თქმით, მთივლიშვილმა აპარატურა არ დაანება და ამის შემდეგ იგი პოლიციის შენობაში შეიყვანეს.

ამავე თემაზე:

პოლიციამ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი დააკავა

შოთა უტიაშვილი მთივლიშვილის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს

კომენტარები