ქარდავას ახლობლები ითხოვენ, გაირკვეს, რამდენადაა შესაძლებელი ბოძზე დაჯახებით მსგავსი სახის დაზიანების მიღება. ამ წუთებში ქარდავას სამართალდამცავები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკუთარ სახლში კითხავენ.

” ხობის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ მამუკა ქარდავა მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდი”-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანით სახელმწიფო სანომრე ნიშნით MAO-042 შეჯახებული იყო იქვე რკინიგზის გადასარბენზე მდგარი მოსაცდელის ლითონის ბოძს.

შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება ჰქონდა მიღებული თავად მამუკა ქარდავას, დაზიანებული იყო მისი ავტომობილიც “– აღნიშნულია შსს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში და განმარტებულია, რომ მომხდარზე გამომძიებელმა ხობის სამმართველოს შეატყობინა. შსს-მ ავტოსაგზაო შემთხვევის ფოტოც გამოაქვეყნა.

შსს ინფორმაციით, ქარდავას ალკოტესტზე შემოწმების შედეგად დადგინდა ისიც, რომ ინციდენტისას ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“მამუკა ქარდავას აწუხებდა ტკივილები, ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის მიერაც მამუკა ქარდავა გადაყვანილ იქნა ხობის რაიცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც გაეწია პირველადი დახმარება და გაწერილ იქნა საცხოვრებელ სახლში. ინსპექტორ-გამომძიებელთან გასაუბრებისას, ქარდავამ განაცხადა, რომ მას მოუვიდა ავარია. ცემის შესახებ მას არაფერი უთქვამს. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი ფორმალური დაკითხვა იმ ეტაპზე არ მომხდარა”– აღნიშნულია განცხადებაში.

შსს ცნობით, ვინაიდან ქარდავა აცხადებდა, რომ მას მანქანაში ნიღბიანი პირები ჩაუჯდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციამ მისი დაკითხვა გადაწყვიტა და შესაბამისი უწყებაც გაუგზავნა, თუმცა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით დაკითხვაზე უარი განაცხადა. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ხობში “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, მამუკა ქარდავას ცემის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. მისი თქმით, უცნობი პირები თავს სოფელ ნოჯიხევის გადასასვლელთან დაესხნენ და ხელკეტებით სცემეს. ნაცემი კი, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ხობის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებული “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ მოინახულა და მომხდარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და ხალხის დაშინების მცდელობად შეაფასა.

ამავე თემაზე:

“ქართული ოცნების” წევრს უცნობმა პირებმა სცემეს

კომენტარები