ქართველი ფეხბურთელი, დავით თარგამაძე, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დონეცკის “შახტარის“ ფეხბურთელია და ახლადგაფორმებული კონტრაქტი მეშახტეთა კლუბთან აკავშირებს, დიდი შანსია, ამ კლუბში სათამაშოდ წელსაც ვერ გადავიდეს.

თარგამაძე დროებითი განათხოვრების წესით, ამჟამად უკრაინის პატარა ქალაქ მარიუპოლის კლუბ “ილიჩივეცში“ თამაშობს, არცთუ ურიგოდ.

უკრაინაში საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, თითქოს ბუნებრივი იყო, რომ დავითი თავის კონტრაქტორ კლუბში – “შახტარში“ გადასულიყო. თუმცა კლუბ “ილიჩივეცის“ ამბიციური მწვრთნელი, იგორ ლეონოვი ამბობს, რომ ქართველ ნახევარმცველს მომავალ სეზონშიც მარიუპოლში დატოვებს და ამის შესახებ დონეცკელებთან უკვე მოლაპარაკებულია.

იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო კლუბების პრეზიდენტები მისი აზრის და კონტრაქტის გაუთვალისწინებლად მიიღებენ ქართველი ფეხბურთელის მარიუპოლში დარჩენის გადაწყვეტილებას, დავით თარგამაძის კარიერისთვის სავარაუდოდ საზიანო აღმოჩნდება, ვინაიდან დონეცკის “შახტარი” ბევრად მარალი დონის გუნდია, ვიდრე “იციჩევიცი.”

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები