ბრაზილიაში გასამართი 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის, ბრაზილიის დიდ ქალაქებში გამალებული მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ სტადიონები მთლიანად რეკონსტრუირდება, შენდება მაღალი და საშუალო კლასის უამრავი სასტუმრო, რაც ბრაზილიაში არსებული უმუშევრობის პრობლემის მოგვარებისათვის ნამდვილი მისწრებაა.

მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებზე ათეულათასობით ბრაზილიელის დასაქმებისა, მუშების საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც უკმაყოფილოა. მუშების უკმაყოფილების მიზეზი დაბალი ხელფასები და უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობაა.მაგალითად გასული წლის ნოემბერში, ლეგენდარული სტადონის – “მარაკანას“ რეკონსტრუქციის დროს, ბენზინის ავზი აფეთქდა და ამ აფეთქებას ორი მუშის სიცოცხლე შეეწირა.

მაშინ მუშებმა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოთხოვნით გაფიცვაც კი მოაწყვეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უსაფრთხოება დღემდე გადაუჭრელ პრობლემად დარჩა. ბრაზილიელი მუშები ახალი გაფიცვით იმუქრებიან, თუკი მათი დამსაქმებლები დაზარალებული მუშების ოჯახებს კომპენსაციებს არ დაუნიშავენ. როგორც ცნობილია, ბრაზილიაში მიმდინარე საშუშაოების ტემპით, ფიფა ისედაც არაა კმაყოფილი და მუშების გაფიცვის შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორები, შესაძლებელია, კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე დადგნენ.

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები