იტალიური “მილანისა” და საერთოდ, მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, პაოლო მალდინიმ ერთ-ერთ ინტერვიუში გულნატკენმა განაცხადა, რომ ის “როსონერიში“ აღარ დაბრუნდება. მანამდე პაოლო ამბობდა, რომ ის თავის ყოფილ გუნდში სიამოვნებით იმუშავებდა, მაგრამ შემოთავაზება მას დღემდე არ მიუღია.

სამაგიეროდ, მალდინს შეთავაზება ფრანგული “პსჟ“–დან მიუვიდა, სადაც პარიზელთა იტალიელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, მწვრთნელის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობას სთავაზობდა.

მალდინიმ საფრანგეთში მუშაობას მილანელებისათვის დიდი ხნის მანძილზე დალოდება არჩია და მწარედაც შეცდა. “ახლა უკვე აღარ მგონია, “მილანში” ოდესმე თუ მწვრთნელად დავბრუნდე. პრობლემა ისაა, რომ კლუბმა მე არ ამირჩია. ეს გუნდის გადასაწყვეტია. კარგად იცით, რომ პირფერობა ნამდვილად არ მიყვარს და არავისთვის დამიწყია თხოვნა და თავის მოწონება. “როსონერიში” ამბობენ, რომ მელოდებიან, მაგრამ ეს ასე არაა”, – განუცხადა განაწყენებულმა პაოლომ იტალიელ ჟურნალისტებს.

იტალიელი ქომაგები აღშფოთებულები არიან მილანური კლუბის ხელმძღვანელების საქციელით. პაოლო მალდინი ხომ მთელი იტალიისათვის ცოცხალი ლეგენდაა და მისი დაუფასებლობა იტალიელებს ძალიან ხვდებათ გულზე. მით უმეტეს, როდესაც დაუფასებლოა იმ კლუბისგანაა, რომლისთვისაც პაოლო მალდინიმ წლების მანძილზე არც ძალა დაიშურა და არც ღონე. შეგახსენებთ, რომ მალდინიმ მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ “მილანში“ ითამაშა, სადაც 902 მატჩი ჩაატარა.

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები