საუბარია ავტოავარიაზე, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა, საჭეს კი “მეცხრე არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე მართავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული, საავადმყოფოში მალხაზ ბიჭინაშვილის სახელით იყო რეგისტრირებული.

–„პაციენტი დღეს დილით გონს მოვიდა, კონტაქტში შემოდის, ლაპარაკობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია,” – აღნიშნავს ექიმი.

ამ დრომდე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობდა. წამყვან სატელევიზიო არხებთან ღიად საუბრისას ექიმები აღნიშნავდნენ, რომ მამაკაცის მდგომარეობა მძიმე იყო, იმავეს იმეორებდა შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილიც. დაშავებულის მკურნალობის ხარჯების გაღების უფლება არ მისცეს ტელეკომპანია “მეცხრე არხს”.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს ვინ დაარღვია საგზაო წესები და ვისი ბრალეულობის საკითხია დასადგენი. მძღოლის პასუხისმგებლობის საკითხი, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ჟურნალისტური ქარტია და ცალკეული იურისტები მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პაციენტის სამედიცინო ისტორიის გასაჯაროვებას ითხოვდნენ.

ამავე თემაზე:

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პაციენტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას ითხოვს

“მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პაციენტის სამედიცინო ისტორია უნდა გახდეს საჯარო”

თამარ რუხაძე სამართალდამცველების კითხვებს პასუხობს

კომენტარები