ბელგიის ჩემპიონატის საჩემპიონო ფინალური სერია ბრწყინვალედ დაიწყო ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ. ბელგიურ “შარლერუაში“ მოთამაშე თორნიკემ გასვლითი შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და თავის გუნდს 18 ქულა მოუტანა. შენგელიამ ასევე სამი მოხსნა განახორციელა და კლუბს გამარჯვებაში დიდად შეეწია.

გუშინ გამართულ შეხვედრაში, თორნიკეს გუნდმა მოწინააღმდეგის დარბაზში იმარჯვა, რაც “შარლერუასათვის“ დამატებითი სტიმულია, რადგან შემდეგი მატჩისათვის მოედნის უპირატესობა მათ ხელთ იქნება. გუშინდელი მატჩი მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ 23:18 დაწინაურდნენ. მცირე შესვენების შემდეგ ინიციატივა სტუმრებმა მოიპოვეს. შენგელიას აქტიურობით შარლერუელებმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო გადამწყვეტი მეოთხედის წინ 1 ქულით დაწინაურდნენ.

ბელგიური კლუბის ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და იმედია, გუნდის მომდევნო მატჩშიც ხუთეულში იქნება. ბელგიაში ფინალური სერია სამ მოგებამდე გრძელდება, შემდეგი მატჩი უკვე შარლერუაში, 30 მაისს ჩატარდება. თუკი “შარლერუამ“ ფინალური სერიის წინ გაცემული ავანსები გაამართლა, ბელგიის საკალათბურთო ჩემპიონატს, შესაძლებელია ქართველი ჩემპიონი ჰყავდეს!

კომენტარები