ქართველმა მძლეოსანმა (სიგრძეზე მხტომელმა), ბოლესლავ სხირტლაძემ, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე წასვლის წინ, ოცდამეათე ლიცენზია მოუტანა და ორ თვეში, ბრიტანეთის დედაქალაქში ქართული ოლიმპიური გუნდი სამი ათეული სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ბოლესლავ სხირტლაძემ ისრაელის დედაქალაქ თელ–ავივში გამართულ მხლეოსანთა სალიცენზიო ტურნირში იასპარეზა, სადაც ოლიმპიური ნორმატივის შესრულება შეძლო, რაც ქართველი სიგრძეში მხტომელს საშუალებას აძლებს პირველად თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში ოლიმპიადაზე იასპარეზოს.

ოლიმპიადაზე ქართული გუნდი ძირითადად მოჭიდავეებითა და ძიუდოისტებით იქნება წარმოდგენილი და ძირითადი იმედიც სწორედ მათდამი არსებობს, თუმცა, ქართველ ოლიმპიელებს შორისაა მშვილდოსანი, მძლეოსანი, ძალოსანი, მოკრივე, ბატუტზე მხტომელი და მოცურავე.

30 ქართველი ოლიმპიელის სია ასე გამოიყურება:

რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა)

ზურაბ დათუნაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

სოსო ჯაბიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

მერაბ თურქაძე (კრივი)

ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო)

მარიამ გოგოლაძე (მძლეოსნობა)

ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)

ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო)

გია მაჭავარიანი (ძალოსნობა)

ირაკლი ბოლქვაძე (ცურვა)

დავით მარსაგიშვილი (თავისუფალ ჭიდაობა)

ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა)

ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)

ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

დავით ხუციშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

ვლადიმერ გეგეშიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

ლუბა გოლოვინა (ბატუტტზე ხტომა)

ირაკლი ცირეკიძე ან ლომერ ჟორჟოლიანი (ძიუდო)

ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)

მალხაზ ზარქუა (თავისუფალი ჭიდაობა)

გურამ ფერსელიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა)

დავით მოძმანაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

რევაზ ლაშხი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

ნუგზარ ტატალაშვილი (ძიუდო)

ბოლესლავ სხირტლაძე (მძლეოსნობა)

ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო)

ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა)

ლევან სეფისკვერაძე

კომენტარები