“გასული თვეების განმავლობაში ს. ს. მხრიდან დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი ხასიათის ქმედება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ს.ს იყო არასწრულწლოვანი და იმყოფებოდა აღრიცხვაზე შპს ,,თბილისის ა.გოცირიძის სახელობის ფსიქონევროლგიურ დისპანსერში”, მის მიმართ არ დაწყებულა სისიხსამართლებრივი დევნა, არ შეფარდებია აღკვეთი ღონისძიება და იგი გადაეცა მის მშობელს

სამწუხაროდ მოზარდის მხრიდან, განმეორდა ხულიგნობა, რომელსაც თან ახლდა ძალადობრივი ქმედებები.

დანაშაულის ჩადენის ბოლო ფაქტის შემდეგ, საზოგადოების წევრების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება სამედიცინო ექსპერტიზისათვის წარდგენის მიზნით, დროებით სანდრო სარდიანისთვის შევგეზღუდა თავისუფლება. პარალელურად მიმართვა გაეგზავნა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, სამედიცინო ექსპერტიზის განხორციელებისათვის სათანადო ხარჯებისა და საექიმო პერსონალის გამოყოფის თაობაზე.

ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო ზემოაღნიშნული საკითხთან დაკავშირებით, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების თავდებობით შეცვლის თაობაზე.

ამჟამად არასრულწლოვანი გათავისუფლებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მის ფსიქიატრიულ მკურნალობას და საკუთარ თავზე იღებს მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებს.”– აღნიშნულია იუსტიციის სამინსიტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პროკურატურის განცხადებაში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოანი სამართალდამცავებმა, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე „ნიკორას“ მაღაზიაში დააკავეს. მოზარდს პოლიცია ერთი ბოთლი ლუდის ქურდობას ედავება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და გლდანის მე–8 საპყრობილის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მშობლის თქმით, მოზარდმა წერა–კითხვა არ იცის და შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობა აქვს.

მოხდარს სახალხო დამცველი, გიორგი ტყღუში გამოეხმაურა. მისი განმარტებით, არასრულწლოვანი სასჯელს მისთვის არაშესაბამისი პროფილის დაწესებულებაში იხდიდა.

ომბუდსმენამა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს არასრულწლოვანის შესაბამის გარემოში გადაყვანის მოთხოვნით რეკომენდაციით, 30მაისს მიმართა და მოზარდის ყველა საჭიროებით უზრუნველყოფა მოითხოვა.

კომენტარები