სასმელი წყლის შეგროვება აზერბაიჯანში.  ფოტო www.janarmenian.ru -საგანაზერბაიჯანმა შესაძლოა მეზობელ ქვეყნებში მიწის ნაკვეთები შეიძინოს, თუკი სასმელი წყლის დეფიციტი აზერბაიჯანში კრიტიკულ დონეს მიაღწევს. წყლის პრობლემის მოგვარებისათვის ასეთ ხერხს უკვე იყენებს მსოფლიოს მრავალი სახელმწიფო. ამის შესახებ ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელსაც აზერბაიჯანული გაზეთი „ეხო“ აქვეყნებს.

როგორც აზერბაიჯანელმა ექსპერტმა ოქტაი ახვერდიევმა განაცხადა, აზერბაიჯანმა შესაძლოა ამერიკის, ჩინეთის, ინდოეთის და სხვები ქვეყნების გამოცდილება გამოიყენოს და წყლის რესურსებით მდიდარი მიწები მეზობელ სახელმწიფოებში შეიძინოს. – „ეს პრაქტიკა შესაძლოა გამოვიყენოთ თუკი სასმელი წყლის დეფიციტი აზერბაიჯანში კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს და აზერბაიჯანს ამის შესაძლებლობა აზერბაიჯანს ექნება.“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, აზერბაიჯანის ყველაზე ახლო მეზობლები ამ კუთხით უახლოესი მეზობლები საქართველო და რუსეთის ფედერაციის სუბიექტი – დაღესტანია. –„ ჯერჯერობით წყლის დეფიციტი აზერბაიჯანში არ არის მიღწეული კრიტიკულ ნიშნულამდე. – აღნიშნავს ახვერდიევი.

საზოგადოებრივი და მედია ინიციატივების ცენტრის თავმჯდომარე სამირ ალიევი აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის წყლის დეფიციტი მსოფლიოში ნომერ პირველ პრობლემად ითვლება. მისი თქმით, სიღარიბის ხუთი კრიტერიუმიდან წყლის ხელმისაწვდომობა გაეროს აზრით ერთერთია. – „სპეციალურმა კვლევები აჩვენებენ, რომ მოსახლეობის მატების ფონზე წყლის რეზერვები კლებულობს.“ – აცხადებს იგი.

ალიევმა ექსპერტთა შეფასებები გაიხსენა, რომელთა თანახმადაც 2050 წელს მსოფლიოში ომი არა ნავთობის, არამედ წყლის გამო მოხდება. – „ამიტომაც სრუალიად რეალურია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ სხვა ქვეყნებში წყლის რესურსებით მდიდარი მიწების შეძენა დაიწყო.“ – განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი მცირე წყლის რესურსების მქონე ქვეყნად ითვლება. აზერბაიჯანის წყლის რესურსების ძირითად წყაროდ მდინარეები მტკვარი და არაქსი ითვლება და წყლის ხელმისაწვდომობა აზერბაიჯანში ძალიან დაბალია. – „თუკი ქალაქებში ეს მაჩვენებელი შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს, სოფლებში პრობლემები შეიმჩნევა.“ – განაცხადა მან.

ამიტომაც, როგორც ექსპერტი თვლის, აზერბაიჯანში მნიშვნელოვანია წყლის ხელმისაწვდომაბაზე დაფიქრება. –„და აქედან გამომდინარე სხვა ქვეყნებში წყლის რესურსებით მდიდარი მიწების ყიდვა საკმაოდ საინტერესოა.“ – თვლის ალიევი.

ბოლო წლებში სასმელი წყლის დეფიციტი აზერბაიჯანში დიდ პრობლემად იქცა. სააგენტო „ინაზ.აზ–ი“ იტყობინება, რომ წყლის დეფიციტი ბაქოში მწვავედ იგრძნობა.

ამასთანავე მსოფლიოში სულ უფრო ვრცელდება მდიდარი ქვეყნების მიერ წლით მდიდარი მიწების სხვა ქვეყნებში შესყიდვის პრაქტიკა. კერძოდ, ჩინეთი, ინდოეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ასეულ ათასობით ჰექტარ მიწას სხვა ქვეყნებში ყიდულობენ. „Land Matrix“ –ის სპეციალისტებმა დათვალეს, რომ ბოლო ათწლეულში მთელ მსოფლიოში 200 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწა გაიყიდა ან იჯარით გაიცა.

სასმელი წყლის მსოფლიოში მზარდი დეფიციტის გამო, მდიდარი და განვითარებადი ქვეყნები სურსათისა და ენერგიის მისაღებად ნაყოფიერი მიწების მოპოვებას შედარებით იაფად, ღარიბი მეზობელი ქვეყნებისაგან ცდილობენ. მაგალითად, ინდოეთს ამ დროისატვის შეძენილი აქვს 5 მილიონ 350 ათასი ჰექტარი, ამერიკას 4 მილიონ 100 ათასი, მალაიაზიას 3 მილიონ 400 ათასი,
დიდ ბრიტანეთს კი 3 მილიონ ჰექტარზე მეტი. ძირითადად მიწებს ყიდულობენინდონეზიაში, კამბოჯაში, ფილიპინებში და სხვა ქვეყნებში.

ბაქოში და აფშერონის ნახევარკუნძულზე არსებული 54 სოფლიდან 40 სოფელში წყალსადენი არ არის ან მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ გაეროს საკონსულტაციო ორგანიზაციის – წყლის მსოფლიო საბჭოს ინიციატივით მსოფლიოს წყლის რესურსებისა და გლობალური დათბობის პრობლემებთან დაკავშირებით მსოფლიო ფორუმებს ატარებს. ამ დროისათვის მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი ადამინი სასმელი წყლის უკმარისობას განიცდის. 2025 წლისათვის კი ეს რიცხვი შესაძლოა 3 მილიარდ 200 მილიონ ადამიანამდე გაიზარდოს. ამასთანავე, წყლის დეფიციტი განვითარებად ქვეყნებში 50 პროცენტით გაიზრდება, განვითარებულ ქვეყნებში კი 18 პროცენტით.

წყლის დეფიციტი არ ემუქრება მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას, როემლიც მთლიანად აკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნებს სასმელ და სასოფლო–სამეურნე სფეროსთვის საჭირო წყლის რესურსებს. კვლევის –„წყლის პრობლემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში“ თანახმად, სომხეთისა და ყარაბაღის რეგიონის წყლის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი რეზერვები კარვაჩარისა და ქაშატაგის რაიონებშია თავმოყრილი.

მომზადებულია www.panorama.am, www.aze.az და გაზეთ “ეხოს” მასალების მიხედვით

კომენტარები