ბავარიული კლუბის მმართველი საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ და ერთ დროს გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანულ გაზეთ bild–თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის დრამატულ ფინალში ინგლისელებთან წაგება არასოდეს დაავიწყდება და ამ დარდს მხოლოდ “ბაიერნის“ შემდგომი წარმატებები გაუქარვებს..

ბავარიული კლუბის მარცხი, მთელი რიგი მიზეზების გამო, მართლაც წარმოუდგენელი იყო. გერმანული კლუბი ფეხბურთელების დონისა და სათამაშო კლასის მხრივ “ჩელსიზე“ მაღლა იდგა და მთელი შეხვედრის მანძილზე უპირატესობასაც ის ფლობდა, ამავე დროს მატჩი “ბაიერნის“ მშობლიურ სტადიონ “ალიანს არენაზე“ იმართებოდა, თუმცა გერმანელებმა ამ უპირატესობათაგან ვერც ერთის გამოყენება ვერ შეძლეს და გერმანული ოცნება “ჩელსის“ ფეხბურთელებმა თვალსა და ხელს შუა დაამსხვრიეს.

კომენტარები