ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული განცხადება მან, ბათუმში, სასტუმრო რედისონში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა, სადაც საქართველო -ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემაჯამებელი შეხვედრა, ომნიბუსი გაიხსნა.

–„შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები, შესაძლებლობაა საქართველოსთვის რომ გააღრმავოს თავისი დემოკრატია და გააძლიეროს ლეგიტიმურობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა საზოგადოების და მსოფლიოს თვალში.ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, რათა კონკურეტუნარია კამპანია იყოს შესაძლებელი, არჩევნები იყოს სამართლიანი და თავისუფალი, არჩევნების დღეს და მის წინაც.

საქართველოს მთავრობა მთლიანობაში უფრო ძლიერი იქნება, როდესაც ქალებს ექნებათ უფრო მეტი უფლებები, მეტი ხმა, ექნებათ საშუალება ჩამოაყალიბონ საქართველოს მომავალი”–განაცხადა კლინტონმა.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას გასაძლიერებელი აქვს ისეთი დემოკრატიული საფუძვლები, როგორიცაა: “შრომითი უფლებები, სასამართლო დამოუკიდებლობა მასმედიის დამოუკიდებლობა და წვდომა“.

მაკა მალაყმაძე

კომენტარები