– ”ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ დემოკრატიული პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმი, ღია დებატები , თანაბარი სამუშაო გარემო-ეს ყველაფერი, საინფორმაციო შეღწევადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ საქართველო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩატარებს შემოდგომაზე, რათა შემდგომ დემოკრატიულად მოხდეს ხელისუფლების გადაცემა 2013 წელსვე.

რუსთავი 2 ის კორესპონდენტის კითხვას, მოახდენს თუ არა რუსეთის სამხედრო წვრთნები გავლენას მომავალ არჩვენებზე, ჰილარი კლინტონმა ცალსახად უპასუხა : -“მე მჯერა რომ 2012 და 2013 წლების არჩევნები დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს იქნება სამოდელო არჩევნები,საუკეთესო გამოსავალი არის სამართლიანი და დემოკრატული არჩევნები,დამკვირვებლების ჩამოყვანა, მონიტორინგი.სამხედრო ვარჯიშები და მანევრები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ძალაინ მნიშვნელოვანი ამბები მოხდება სწორედ აქ, არჩევნებში.”

როიტერის ჟურნალიტის შეკითვას, შეუძლია თუ არა სააკაშვილს კატეგორიულად გამორიცხოს მოვალში პრემიერ მინისტრის პოსტის დაკავება, პრეზიდენტმა არაპირდაპირი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ მთავარია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და არა ინდივიდები.

არ დააყოვნა ჰილარი კლინტონის პასუხმაც, რომ ”დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება თავისუფალი არჩვენებით მიიღწევა.

ძნელი დასაჯერებელია , რომ ჰილარის ეს განცხადება იყო ”მალამო სააკაშვილის ყურებისათვის”.

ეკა ალფაიძე

კომენტარები