ცნობილი ამერიკელი მწერალი და სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკოსი წარმომადგენელი, რეი ბრედბერი 91 წლის ასაკში, ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში სააგენტო – Associated Pressმა გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაცია მწერლის ქალიშვილმა და მისმა პირადმა ბიოგრაფმა, სემ უელერმა მიაწოდეს.

რეი ბრედბერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები 1953 წელს გამოცემული ანტიუტოპიური ჟანრი რომანი “451 გრადუსი ფარენჰაიტია.” აღსანიშნავია ოდნავ ადრე, 1950 წელს გამოცემული – “მარსის ქრონიკებიც.” ბოლო წლებში ქართულ ენაზე ითარგმნა მისი რომანი “ბაბუაწვერას ღვინო”, რომელიც არაფანტასტიკური, მაგრამ საგულისხმო საკითხავია.

მწერლობაზე რეი ჯერ კიდევ ბავშვობაში ოცნებობდა. პირველი ნაწარმოებები, რასაც ის კარიერის დასაწყისში აქვეყნებდა, მცირე ზომის მოთხრობები იყო, რომლებზე გაკეთებული კომიქსებიც საკმაოდ მალე გახდა პოპულარული.

დღეს უკვე მისი ნაწარმოებების არაერთი ეკრანიზაცია არსებობს.

ნასტასია არაბული

კომენტარები