იურისტის თქმით, ოფიციალურად აქტივისტები პარტიის სახელით ვერ იმოქმედებდნენ და მათ ნებას ვერ გამოხატავდნენ. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა აქტივისტის მიერ დაშვებულ პირად შეცდომას, რაც შესაძლოა აზრის სწორად ვერგადმოცემას ან არასწორად ინფორმირებულობის მიზეზით ყოფილიყო განპირობებული.

საიას განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. იურისტები აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვენ.

„ქართული ოცნების“ სამი მხარდამჭერი, მიხეილ ამაშუკელი, მიხეილ მესხი და გრიგოლ ამბროლაძე სამართალდამცავებმა 7ივნისს ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალად ამომრჩევლის მოსყიდვა ედებათ. ბრალდების თანახმად, აქტივისტები, 10 ივნისს, ქუთაისში დაგეგმილ აქციაზე მისვლისა და პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოსახლეობას 1000 ლარს ან აღნიშნული ოდენობის მათთვის სასურველი ნივთის გადაცემას ჰპირდებოდნენ. აღნიშნულზე კი მოსახლეობას სპეციალურ ბლანკებს ავსებინებდნენ.

აქტივისტების დაკავებას “ქართული ოცნება” მოულოდნელი გაადწყვეტილებით გამოეხმაურა. პარტიის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ დაკავებული აქტივისტები პარტიიდან გარიცხეს, ამავე დროს დაკავებულების უკვე ყოფილმა თანაპატრიელებმა დაიტოვეს უფლება გააპროტესტონ მათი დაკავება. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და აპროტესტებენ აქტივისტთა დაკავებას.

”ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სალომე ზურაბიშვილმა წუხელვე სოციალური ქსელ ფეისბუქით გამოხატა საკუთარი აზრი ოცნების გადაწყვეტილების შესახებ:

“ნუთუ მიშა მესხი უფრო აქტიურად დაცული არ უნდა იყოს?! ეს სხვებისთვის მაგალითი იქნება. ან კარგი, ან ცუდი”, – მისი ტქმიტ ქართული ოცნების გადაწყვეტილება არც მორალურია და არც ნორმალური.განაცხადა ზურაბიშვილმა და დაძინა, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან მომხდარი არც მორალურია და არც ნორმალური.

კომენტარები