სპორტის ისტორიის მკვლევარი ისტორიკოსები და არქეოლოგები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში თამაშობდნენ ყველაზე ადრე ფეხბურთს. აქამდე ფეხბურთთან მიმსგავსებული თამაშის უძველესი მოედანი ჩინეთში, მანჯურიის პროვინციაში იყო აღმოჩენილი და ითვლებოდა, რომ სწორედ ზემოთხსენებული მოედანი გახლდათ მობურთალთა უძველესი არენა

ინგლისური გაზეთის, sun–ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, მონღოლეთის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სწორედ ისეთი ტიპის თამაშის ნაშთებს მიაგნეს, როგორიც ჩინეთში იყო აღმოჩენილი, თუმცა აქედანვე დასტურდება, რომ მონღოლეთის აღმოჩენა უფრო ძველი და კარგად შემონახულია.

არქეოლოგია მოგეხსენებათ, მათემატიკასავით ზუსტი მეცნიერება არ არის და ყველაფერი, მართალია ფაქტებზე დაყრდნობით, მაგრამ მაინც, მეტწილად, ვარაუდებს ეფუძნება. ასე რომ არ იყოს და ყველა არქეოლოგიური აღმოჩენა უტყუარად რომ ითვლებოდეს, მაშინ ისიც უნდა ვირწმუნოთ, რომ მართლაც მონღოლები თამაშობდნენ ყველაზე უწინ ფეხბურთს. ეს მაშინ, როდესაც მონღოლეთის დღევანდელი საფეხბურთო ნაკრები ერთ–ერთი ყველაზე სუსტია მსოფლიოში.

კომენტარები