ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის “საბას” პირველი ეტაპი დასრულდა და ჟიურიმ წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა. კონკურსზე წარდგენილი 188 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე 42 საუკეთესო მოხვდა.

“საბას” რიგით მეათე საზეიმო დაჯილდოება ივნისის ბოლოს გაიმართება. 2011 წლის საუკეთესო წიგნების ავტორები პრიზებსა და ფულად პრემიებს მიიღებენ. კონკურსის საპრიზო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს.

“საბა” წელსაც, ტრადიციულად, 9 ნომინაციაში გაიცემა. 5 კაცისგან შემდგარი ჟიურის მიერ პრემიაზე განიხილება საქართველოში წინა წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები და უცხოური წარმოების ქართული თარგმანი.

ცალკე პრემია გაიცემა ყოველწლიურად ნომინაციისთვის “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.”

“საბა” 2012-ის ფინალისტების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

1. ზვიად კვარაცხელია – ყიფლიბანდი (გამომცემლობა ინტელექტი)

2. ზურაბ ლეჟავა – სინაღდე სიყალბისა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

3. მიხო მოსულიშვილი – მადლის ქვა (გამომცემლობა სიესტა)

4. დავით ქართველიშვილი – 6 სიზმარი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

5. ცირა ყურაშვილი – ხიზნები კომანის მონასტერთან (ინტელექტი)

6. ბესო ხვედელიძე – წითელი (გამომცემლობა საუნჯე)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

1. ცირა ბარბაქაძე – უცხოქალაქი (გამომცემლობა უნივერსალი)

2. პაატა შამუგია – დაუჯდომელი (გამომცემლობა სიესტა)

3. ელგუჯა მარღია – ნაბადი (გამომცემლობა სვეტი)

4. ვაჟა ხორნაული – სიტყვები – სიყვარულის თვალები (გამომცემლობა თობალისი)

5. კატო ჯავახიშვილი – ჭუპრი (გამომცემლობა საუნჯე)

წლის საუკეთესო რომანი

1. ზაზა ბურჭულაძე – გასაბერი ანგელოზი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2. აკა მორჩილაძე – ობოლე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

3. ირაკლი სამსონაძე – ლეას საათი (ინტელექტი)

4. ზურაბ ქარუმიძე – მელია ტულეფია Fოხტროტ (სიესტა)

წლის საუკეთესო დებიუტი

1. ეკატერინე ახვლედიანი – ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი” ( გამომცემლობა დიოგენე)

2. სალომე ბენიძე – მოხსენებითი ბარათი (გამომცემლობა ინტელექტი)

3. ნინო გუგეშაშვილი – ფეისკონტროლი (დიოგენე)

4. ჯაბა ზარქუა – ვარმშტადური პარადოქსი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

5. უჩა ზაქაშვილი – ხელით ნაქსოვი თოჯინები (გამომცემლობა საუნჯე)

6. სანდრო ნავერიანი – არგენტინული პიტბული (გამომცემლობა სიესტა)

7. გიორგი ოქროპირიძე – ლექსები

8. სალომე სულაბერიძე – ჰამალ (არეტე )

9. ეკატერინე ტოგონიძე – ანესთეზია (საუნჯე)

წლის საუკეთესო თარგმანი

1. მაია ბადრიძე – რობერტ მუზილის “უთვისებო კაცი” – წიგნი მეორე ( გამომცემლობა დიოგენე)

2. ლევან ბერძენიშვილი – არისტოფანეს “კომედიები” მეოთხე ტომი (ლოგოს პრესი)

3. ნათელა გავაშელი – ჩესლავ მილოშის “ისას დაბლობი” (ინტელექტი)

4. ქეთი ქანთარია – ჰენრი დევიდ თორო “უოლდები ანუ ტყეში ცხოვრება” (სიესტა)

5. ბელა შალვაშვილი – ფირდოუსის “შაჰნამე” (ნეკერი)

6. გივი შახნაზარი – ნაჰაპეტ ქუჩაკის “ას ერთი ჰაიერნი (ექსკლუზივ პრინტი)

7. ხათუნა ცხადაძე – უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” (დიოგენე)

8. დავით წერედიანი – იოჰან ვოლფგანგ გოეთეს “ფაუსტი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პიესა

1. გურამ ბათიაშვილი – მოქმედი პირნი და შემსრულებელნი

2. ლაშა ბუღაძე – ნავიგატორი

3. გურამ მეგრელიშვილი – ნაღალატევ ქმართა პირველადი დახმარების და მოღალატე ცოლთა რეაბილიტაციის ცენტრი

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

1. რევაზ გაჩეჩილაძე – ჩემი მეოცე საუკუნე

2. ნოდარ გრიგალაშვილი – თანამდევი სული

3. გიორგი მაისურაძე – ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები

4. დათო ქარდავა – ტუალეტ
ში საკითხავი

წლის საუკეთესო კრიტიკა

1. ივანე ამირხანაშვილი – თავისუფლების პარადოქსები (ინტელექტი)

2. ლევან ბრეგაძე – ლიტერატურული (გამო)ძიებანი (არტანუჯი)

3. მაკო ჯანჯიბუხაშვილი – მითის პოეტური ტრანსფორმაცია გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში (წყაროსთვალი)

კომენტარები