“d“ ჯგუფში როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრები გუნდები ლიდერობენ. თუმცა, ჯერ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ საფრანგეთის გარდა, რომელმაც უკვე გაინაღდა მეთხედფინალში გასვლა, ინგლისიც აუცილებლად გავა შემდეგ ეტაპზე. ოთხი ქულის მფლობელი ინგლისელები დღეს, თბილისის დროით 22.45 საათზე, მასპინძელი უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და ფრეს მაინც თუ გამორჩნენ, მეორთხედფინალში დაიგულებენ თავს. უკრაინელები კი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისათვის იბრძოლებენ და როგორც უკრაინელთა ლეგენდარული ლიდერი, ანდრეი შევჩენკო ამბობს, დღეს ოლეგ ბლოხინის შეგირდები მწვანე მინდორზე სამკვდრო–სასიცოცხლოდ საბრძოლველად გავლენ.

სრულიად საპირისპირო ვითარებაა ამ ჯგუფის მეორე მატჩში, სადაც ერთმანეთს ჯგუფიდან უკვე გასული ფრანგები და ბოლოადგილოსანი შვედები ხვდებიან. შვედები სახლში წასასვლელად ემზადებიან და უკანასკნელი მატჩი მათთვის აღარაფერს ნიშნავს. ერთადერთი, რისთვისაც ფრანგებმა შეიძლება იბრძოლონ, – ჯგუფში პირველი ადგილია. ამისათვის მათ შვედების დამარცხება სჭირდებათ, თუმცა, ეს მატჩი შვედეთის ეროვნულმა გუნდმა რომც მოიგოს, ფრანგები მინიმუმ მეორე ადგილზე მაინც ნებისმიერ შემთხვევაში გადიან.

კომენტარები