„ჯართში ნაპოვნი ისტორია“ -ასე ქვია გამოფენას, რომლის ექსპონატთა უმრავლესობა, მართლაც, ჯართშია ნაპოვნი.

ძველი სამოვარები, ყავის სახარშები, ლითონის სანაყი, სპილენძის ონკანები, ძველი გრამაფონები და მსგავსი 200-მდე ძველი ნივთი, გამოფენის ორგანიზატორებმა: მხატვარმა კაკო ძნელაძემ და ისტორიკოსმა ბიძინა აფხაზავამ, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს.

-„ეს იდეა სულ იყო ჩემში. მიყვარს ძველმანები. ძველმანები პირობითი ნათქვამია, ლამაზია ეს ყველაფერი, ზოგი ამ სილამაზეს მათში ვერ ხედავს. მთავარია, ნახონ და გაიგონ, რომ არ შეიძლება ნივთების ასე გადაგდება. მთელი ცხოვრება გავროვვებდი მათ.რაც აქ გამოფენილია, ეს არის უნიშვნელო ოდენობა, ბევრი მათგანი ფიზიკურად არ განთავსდა.

ჯართში ნაპოვნი ცოტა პირობითი ნათქვამია, მაგრამ ზოგი ნამდვილად ჯართშია ნაპოვნი და ზოგი მიზერულ ფასად მაქვს შეძენილი“,- აღნიშნა კაკო ძნელაძემ.

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, აღნიშნული გამოფენა 30 ივნისამდე გასტანს.

კომენტარები