სახელმწიფო ბაჟი მხარეებმა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხაზინის ერთიან ანგარიშზე უნდა გადაიხადონ.

მიზეზი საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გახდა: ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ კანონის მე-6 მუხლის 1/1 და 5 პუნქტები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან კი 52- ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ამოიღეს.

ამ დრომდე, კანონმდებლობით სახელმწიფო ბაჟი საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ირიცხებოდა.

კომენტარები