სარიევას სამართლდარღვევის საქმეზე ოქმი გონიოს პოლიციის თანამშრომელმა იმედა დიასამიძემ 20 ივნისს შეადგინა.

ოქმის მიხედვით, სარიევამ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლი), რაც 100 ლარს ჯარიმად, ან 90 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციელი სარიევას მიმართ პატიმრობას ითხოვდა, რის მიზეზადაც სხვისთვის მაგალითის ჩვენებას ასახელებდა.

პროცესის განმავლობაში დაკავებულისათვის საჭირო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა. ამის გამო, სასამართლო პროცესზე მოსამართლე თემურ გოგოხიამ შესვენება გამოაცხადა.

მას შემდეგ კი მის მიმართ პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დააფიქსირა. კერძოდ, პოლიციელის იმედა დიასამიძის მიერ შედგენილ ოქმის მიხედვით, სარიევა დაღესტანის რესპუბლიკის ერთ-ერთ მოქალაქესთან ერთად იჯდა მაგიდასთან თურქულ რესტორანში, გონიოში. მან ამ მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებული სარიევამ პროცესზე ბოდიში მოიხადა და ჯარიმის გადახდა ითხოვა. მოსამართლემ სარიევას ასლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სარიევა რამდენიმე თვეა გონიოში ცხოვრობს. დაკავებულმა რამდენიმე დღის წინ ანონიმურად ინტერვიუ მისცა გაზეთ „ბათუმელებსა“ და მაესტროს ჟურნალისტებს, რომელშიც ის აცხადებდა, რომ აჭარაში, სოფელ გონიოში, პროსტიტუციით იყო დაკავებული. ის ჟურნალისტებს ასევე მოუყვა სხვადასხვა ფაქტის შესახებ, რომელიც ტრეფიკინგის ნიშნებს შეიცავდა.

კომენტარები