ნეიმარზე ნადირობა მას შემდეგ შეწყდა, რაც 19 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა “სანტოსთან” 2014 წლამდე გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი. ამ ყველაფრის მიუხედავად კატალონიის “ბარსელონა” მაინც ცდილობს ნეიმარს შეძენას.

” მან “სანტოსთან” განგრძლივ კონტრაქტს მოაწერა ხელი. დაველოდებით კონტრაქტის ამოწურვას და შემდეგ უკვე შევეცდებით ნეიმარის გადაბირებას,” – განაცხადა სანდრო როსელიმ COM Radio-სთან ინტერვიუში.

ამჟამად ახალგაზრდა ბრაზილიელ ფეხბურთელზე ნამდვილი “ნადირობაა“ გამოცხადებული. ნეიმარ და სილვას შეძენას, კატალონიური კლუბის მარადიული მეტოქე, მადრიდის “რეალიც” ცდილობს, მაგრამ ნეიმარის რამდენიმე ინტერვიუდან ნათლად გამოჩნდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის სიმპატიები “ბარსასაკენ” იხრება.

კომენტარები