კოალიცია „ქართული ოცნების” აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია სამართალდამცავებმა საქართველოს შს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომლის, კახა ბაღათურიას „გადმობირების” მიზეზით დააკავეს– აღნიშნულ ინფორმაციას და ოპერატიულ მასალას შს სამინისტრო ავრცელებს.

“ბაღათურიასთან საუბარში ზურაბ ფიფია, რომელიც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი არის, ფინანსური ანაზღაურებისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ სთხოვს მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მოწოდებას დაგეგმილი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების თაობაზე.

კიდევ ერთი საუბრის დროს, ირაკლი პერტენავა ბაღათურიას ატყობინებს, რომ ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით მათ შემოტანილი აქვთ სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებში („ბრელოკი”, გასაღები, ქამრის ბალთა…) ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა”– აღნიშნულია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულილები ბრალდებული არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომზადებაში.

კომენტარები