კოალიცია ,,ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა. სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

დღეს გამართულ სააპელაციო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება, რომელიც ივანიშვილისთვის მოქალქეობსის ჩამირთმევას ითვალსიწინებს, ბათილად არ ცნეს და ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ განკარგულების გაუქმების მოთხოვნა სამართლიანი და კანონშესაბამისია.

მისი თქმით, თავის დროზე პრეზიდენტმა მოქალქეობის ჩამორთმევის დროს კანონი უგულვებელყო. მისი განმარტებით, თუ ორმაგი მოქალქეობის მქონე პირი მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალქეობას ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი არ არის

“მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვას იმ შემთხვევაში თუ არაორმაგი მოქალქეობის მქონე პირი მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. საქართველოს ხელისუფლება კი ინფორმირებული იყო, რომ ივანიშვილი სხვა ქვეყნის მოქალაქეც იყო. ამ მოტივით პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალქეობის შესახებ კანონის არს ეწინააღმდეგება.”– განაცხადა tspress- თან საუბრისას კოჟორიძემ

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სააპელაციოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენასი სასამართლოში აპირებენ.

ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჩამოერთვათ.

მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხვედელიძეს მოქალქეობა აღუდგა.

კომენტარები