ფოთში საქალაქო ტრანსპორტის სამგზავრო გადაყვანის ნებართვას ადგილობრივი თვითმმართველობა კონკურსის საფუძველზე გასცემს.

მსურველებმა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით 17 ივლისამდე უნდა მიმართონ, თუმცა როგორც ირკვევა, მძღოლებს კონკურსის შესახებ არავითარი ინფორმაცია არა აქვთ.

მძღოლებმა არ ის იციან, რომ კონკურსზე განცხადება ფოთის საკრებულოს და მერიის ვებ–გვერდებზე დევს. ავტომობილების შემოწმებისა და შეფასების კრიტერიუმების დასაზუსტებლად კი მსურველმა საკრებულოს ვებ–გვერდზე ცალკე ფაილად განთავსებული დოკუმენტი უნდა ჩამოტვირთოს.

ამ მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ 76 ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან მფლობელები უნდა გამოავლინოს.

ავტომობილების საკონკურსო დათვალიერება საბოლოო შედეგებამდე რამდენიმე დღით ადრე, ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ მოხდება.

ტრანსპორტის მდგომარეობის განსაზღვრული ქულებით მოხდება.

2004 წლამდე გამოშვების, დაზიანებული ძარის, სავენტილაციო და გამათბობელი სისტემის და ფანჯრების კონკრეტული რაოდენობის არმქონე ავტოტრანსპორტი კონკურსიდან მოიხსნება.

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს დეტალებში გარკვევამდე ღიად საუბარი არ სურთ, თუმცა პირად საუბარში არ დაუმალავთ, რომ ამ პირობების დაკმაყოფილება მათ უმეტესობას გაუჭირდება, ფოთში გზების მდგომარეობის გათვალისწინებით კი, ახალი”მარშუტკების” შემომყვანი მხოლოდ დაზარალდება და მოგებას ვერ ნახავს.

გამარჯვებული ვალდებულებულია მძღოლების შერჩევისას უპირატესობა თვითმმართველობის მიერ 2007-2012 წლებში რეგისტრირებული მძღოლების დასაქმებას მიანიჭოს. თუმცა, რამდენი მძღოლია რეგისტრირებული ამ სიაში და არიან თუ არა მათ შორის ამჟამად დასაქმებული მძღოლები, უცნობია.

კერძო „მარშუტკების“ გარდა, ამ დრომდე ქალაქში რამდენიმე საქალაქო ავტობუსიც მოძრაობს. მოქმედებს სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებში მოსახლეობის ცალკეული კატეგორია სამგზავრო შეღავათით სარგებლობს.

როგორ იმოქმედებს დაგეგმილი ცვლილება საქალაქო ტრანსპორტზე, დასაქმებულებზე და მგზავრობის საფასურზე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, დავით კომახიძემ tspress-სთან კომენტარზე უარი თქვა. კომახიძე პასუხის გაცემას, მხოლოდ წერილობით მიმართვის შემთხვევაში აპირებს

ფოთის საკრებულომ შიდასაქალაქო ტრანსპორტში ვითარების ტენდერის გზით მოწესრიგება 2011 წელსაც სცადა.

ტენდერის პირობებით უკმაყოფილო მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

–”ფოთის ხელსუფლებამ შეამცირა მარშრუტების რაოდენობა, აპირებს აკრძალოს 2004 წელზე ქვემოთ გამოშვების თარიღის მქონე მანქანები. ჩანს, რომ მზადდება სცენარი ვიღაცისათვის ადგილის გასათავისუფლებლად, რომ ამ ადამიანებს სამუშაო ადგილები სახვეწარი გაუხადონ.ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ, ლავრენტი ალანიამ.

ადგილობრივ ხელისუფლბასთან პრობლემები აქვთ ბათუმელ მძღოლებსაც.

ბათუმის მერიამ, “მარშუტკების” შესარჩევი კონკურსი გასული წლიდან დაიწო. პირველ ეტაპზე მანქანებმა ვიზუალური დათვალიერება გაიარეს. კონკურსში მონაწილეობა 730 მიკროავტობუსმა მიიღო, მათგან ბარიერი 440 გადალახა.

ხაზების ლოტოტრონის წესით განაწილებაზე მძღოლების პროტესტის მიუხედავად,ბათუმის მერიამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და “ურჩი” მძღოლების 100 ლარით დაჯარიმებას აპირებს.

კომენტარები