ფესტივალი “არტ–გენის”, რომელიც ქართული ფოლკლორის, სხვადასხვა ტრადიციების მოძიებასა და მის პოპულარიზაციას ემსახურება წლევანდელი თემაა- “გაუფრთხილდი ოჯახს” , რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება, ადგილობრივი ფოლკლორი (ხალხური სიმღერა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება და რეწვა). ყველა რეგიონში საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობს ანსამბლი „სნო“ და ქართული საბრძოლო ხელოვნება „შავფაროსნები“

21– 29 ივლისის ჩათვლით „არტ–გენი“–ს შემაჯამებელი 9 დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება, სადაც თავს მოიყრის ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდში მოძიებული სხვადასხვა დარგის ტრადიციული კულტურა.

ფესტივალი “არტ–გენი” 2004 წლიდან, ჯგუფი ”არტ-გენი”–ის ორგანიზებით ტარდება. ფოთი წელს მას მეორედ უმასპინძლებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

კომენტარები