შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელისა და ინფო-9-ის ჟურნალისტის რეზო ნადირაძისა და მისი ოპერატორის ცემაში მონაწილე პირების ვინაობა ცნობილია. ის კარალეთის კოტეჯების მამასახლისია.

საბა წიწიკაშვილის განცხადებით, მან ინციდენტის მონაწილე პირები ამოიცნო. მისი განცხადებით, ეს ადამიანები ადრე, ჟურნალისტებს დევნილთა ჩასახლებებში აშინებდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

qartli.ge-ს მიერ, მიმდინარე წლის, 23 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, გადაღებულ ვიდეო-მასალებში, მათ ის პიროვნებები აღმოაჩინეს, რომლებიც ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის, ასევე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მელიქიშვილის გვერდით ჩანან.

ინტერნეტგამოცემის მიერ გავრცელებულ კადრში ჟურნალისტებზე ზეწოლას პრეზიდენტის ვიზიტის დროს ტაშის დამკვრელი, კარალეთის კოტეჯების მამასახლისი ახორციელებდა. გამოცემა მაშინ ასახელებდა ასევე ზურაბ მელიქიშვილის და ბადრი ბასიშვილის გვერდით მყოფ პიროვნებებს, ისინი ძმები გოჩაშვილები არიან. აქედან ერთ-ერთი ძმა შიდა ქართლის გუბერნატორის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად, გამოცემის ინფორმაციით, 2 თვე 2011-2012 წლების მიჯნაზე მუშაობდა. ხოლო მეორე ძმის ოფიციალური სტატუსი, რომელიც ,,ხალხის გაზეთის” ჟურნალისტს ხელით ეხება, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები