“პოლიციის მიერ ხორციელდება მომხდარ ფაქტში მონაწილე პირების იდეტინფიცირება.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა, ნებისმიერი მოქალაქის ქმედება მოქცეული უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში”–აღნიშნულია შსს სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და წინასწარ მობილიზებულ ადამაინებს შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულზე ინფორმაციას და ვიდეო მასალას “მეცხრე არხი” ავრცელებს.

დაპირისპირება “ქართული ოცნების ლიდერების” ჩასვილის შემდეგ დაიწყო. წინასწარ მობილიზებულმა ადამიანების ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს კახი კალაძეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ შიდა ქართლის საინფრომაციო ცენტრის ხელმძღვანელს, საბა წიწიკაშვილსა და “ინფო-9”-ის გორის კორესპოდენტ, რეზო ნადირაძეს

კომენტარები