ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) “საზოგადოების განწყობა საქართველოში” ჩატარებული კვლევის შედეგები და პარტიების რეიტინგები წარმოადგინა. კვლევის შედეგებით, გამოკითხვების პასუხებში პროცენტული მაჩვენებლებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები და “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს. საპარლამენტო არჩევნებში ხმას გამოკითხულთა 36% “ნაციონალებს” მისცემდა, 18% კი – “ქართულ ოცნებას”.

NDI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული რესპონდენტებიდან რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ 36% ხმას “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა.

გამოკითხულთა 18 % კი არჩევნებში ხმას კოალიცია “ქართულ ოცნებას” მისცემს, არც ერთ პარტია დაასახელა 4%– მა, “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობა”–3% მა , ხოლო 1 % – სხვა ოპოზიციას ასახელებს.

სხვა ოპოზიცია შედის – “ლეიბორისტული პარტია”, “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო”, “ახალი მემარჯვენეები”, “ქართული დასი”, “თავისუფალი საქართველო”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის”, “თეთრები”, “ევროპელი დემოკრატები” და “საქართველოს დემოკრატიული პარტია”.

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს განმარტებით, წინა კვლევასთან შედარებით “ნაციონალური მოძრაობის” მაჩვენებელმა 11%-ით დაიკლო, , ხოლო “ქართული ოცნების” პროცენტული მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ნაციონალური მოძრაობა” დგას. საკუთარ შეხედულებასთან ყველაზე ახლომდგარ პოლიტიკურ ძალად ”ქართული ოცნებას” რესპონდენტთა 20% ასახელებს, ქდმ–ს – 4%, სხვა ოპოზიციას – 2%, კითხვაზე პასუხი არ იცის გამოცემა 15%– მა, პასუხზე უარი განაცხადა – 16%-მა.

NDI-ს კვლევის მიხედვით, კითხვაზე მოგწონთ თუ არ მოგწონთ ესა თუ ის პიროვნება, პირველ სამეულში 92%-ით კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დასახელდა, მეორე ადგილზე 60%-ით თბილისის მერი გიგი უგულავა, ხოლო მესამე ადგილზე გამოკითხულთა 58%-ით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დასახელდა.

პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს, გამოკითხულთა 55%-ს მოსწონს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე – 53%-ს, ხოლო ”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე – 50%-ს.

კოალიციის ლიდერიმ ბიძინა ივანიშვილი, გამოკითხულთა 46%-ს მოსწონს. NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო აღნიშნავს, რომ გაზრდილია მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვისაც ივანიშვილი მოსწონს.

გიგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, დავით ბაქრაძესა და გიორგი თარგამაძეს მოწონების მაჩვენებლებმა წინა კვლევებთან შედარებით კი, დაიკლო.

სხვა პოლიტიკურ ლიდერების რეიტინგი ასე გამოიყურება: ინგა გრიგოლია მოსწონს 45%-ს, ნიკა გილაური – 43%ს, დიმიტრი შაშკინი – 35%, მაგდა ანიკაშვილი – 34%, ვერა ქობალია – 34%, სოზარ სუბარი – 33%, ირაკლი ალასანია – 32%, გიროგი ახვლედიანი – 29%, ეკა ბესელია – 27%, თინა ხიდაშელი – 26%, კახა შარტავა – 23%, ზვიად ძიძიგური – 23%, ჯონდი ბაღათურია – 22%, გუბაზ სანიკიძე – 22%, დავით გამყრელიძე – 21%, კობა დავითაშვილი – 20%, დავით უსუფაშვილი – 20%, შალვა ნათელაშვილი – 19%, ლევან ვეფხვაძე – 19%, გიროგი ტუღუში – 19%, გიგა ბოკერია – 16%, გიროგი ცაგარეიშვილი – 15%, კახა კუკავა – 15%, მამუკა კაციტაძე – 13%, მანანა კობახიძე – 12%, ნინო ბურჯანაძე – 12%, დიმიტრი ლორთქიფანიძე – 11%, თემურ შაშიაშვილი 11%, პაატა დავითაია – 10%, ზურაბ ტყემალაძე – 10%, გია თორთლაძე – 10%, ბაჩუკი ქარდავა – 9%, თეა წულუკიანი – 8%, გურამ ჩახვაძე, ზურაბ ხარატიშვილი და ლევან ბეჟაშვილი – 5-5%-ს.

NDI-ს კცვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გაიართა. კვლევა 4- 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 6ათას 299 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს მინუს 2%-ია.

კომენტარები