მედიაკავშირი “ობიექტივის” ჟურნალისტის მერაბ ჭიქაშვილის განცხადებით, ის პოლიციელებმა უკანონოდ დააკავეს და დააჯარიმეს. ჟურნალისტი მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და უახლოეს დღეებში, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომლის თანახმად, პოლიციელის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 400 ლარით დაჯარიმდა.

ჟურნალისტის თქმით, ის, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე საკუთარ სახლის ეზოში დააკავეს, როცა მეგობრებთან ერთად, ავტომანქანში იმყოფებოდა. მისი თქმით, კორპუსს დენი არ მიეწოდებოდა და ეზოში საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

მისი თქმით, საპატრული პოლიციის თანამშრომლებმა, გაჩერებული მანქანის მძღოლს საბუთები მოთხოვეს, რასაც პოლიციელის მხრდან აგრესიული ლაპარაკი მოყვა.

-“საბუთები აჩვენა, მერე დაიწყო აგრესიული ლაპარაკი – ვინ ხარ, რატომ დგახარ და ა.შ. ამ ხმაურიან ლაპარაკის შემდეგ პატრულმა მძღოლს ხელბორკილი დაადო და განყოფილებაში წაიყვანა. ადგილი მოძრაობის წესების დარღვევას რომ ქონოდა, ჯარიმის გამოწერას ითვალისწინებდა და არა დაკავებას,”– განმარტავს ჭიქაშვილი.

მისი თქმით, მან მომხდარი გააპროტესტა, დაახლოებით ნახევარ საათში კი, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს და აცნობეს, რომ დაკავებული იყო.

-“მითხრეს, რომ ბრალად 173 მუხლის დარღვევა მედებოდა, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმას ან პატიმრობას ითვალსიწინებს,”– აღნიშნავს ჟურნალისტი.

მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში პოლიციაში იმყოფებოდა და დილით, სასამართლოს დაწყებამდე გაათავისუფლეს. ის მომხდარს ანგარიშსწორებად მიიჩნევს, სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და დაკისრებულ 400 ლარის გადახდას კი, არ აპირებს.

“რას უნდა ნიშნავდეს საკუთარ ეზოში, ყოველგვარი ბრალდებისა და საფუძვლის გარეშე ასე უსირცხვილოდ, რომ გაკავებენ? დიდი ხანია ყველაფერს ხმამაღლა ვაპროტესტებ და ეს არის ჩემს მიმართ განხორციელებული ერთგვარი ანგარიშსწორება.”– აცხადებს ჟურნალისტი

კომენტარები