ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ პარტიების რეიტინგებისა და საზოგადოების განწყობის შესასწავლად ჩატარებული კვლევის შედეგებით, მაღალი პროცენტული მაჩვენებლით კითხვებზე პასუხების გაცემა უჭირს გამოკითხულთა დიდ ნაწილს. რა ფაქტორების გამო არ პასუხობენ დასმულ კითხვას, ვის ელექტორატად შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული ადამიანები, რა განაპირობებს კვლევის სანდოობას tspress- თან ფსიქოლოგი ზურა მხეიძე საუბრობს.

მხეიძის თქმით, მსავს რესპოდენტებს, ცალსახად ვერცნერთი პოლიტიკური ძალის ელექტორატად ვერ განიხილავ, თუმცა, მათი დაყოფა კატეგორიებად შესაძლებელია.

ფსიქოლოგის განმარტებით, პირველი კატეგორია შეიძლება იყვნენ ის მოქალაქეების, რომლებსაც ჯერ მართლა არ აქვთ გადაწყვეტილი, როგორ მოიქცნენ, რაც არ ნიშნავს, რომ არჩევანს მხოლოდ ორ პარტიას , “ნაციონალებსა” და “ქართულ ოცნებას” შორის აკეთებს, შესაძლოა, ეს ადამიანი მესამეზე ფიქრობს, თუმცა, პარტიის განსაზღვრა შეუძლებელია.

მეორე კატეგორია ხმას იმას აძლევს ვინც უფრო ძლიერია.

-“ასეთ შემთხვევაში ჩნდება ორი ტიპის შიში: არის კატეგორია, რომელსაც რცხვენია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს და არ ასახელებს. ასევე არიან ადამიაენბი, ვისაც არ უნდათ წაგებულები დარჩნენ და ფრთხილობენ. “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში, ერიდებიან “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერად არ გამოჩნდნენ და პირიქით,”– განმარტავს მხეიძე, რომელიც მესამე კატეგორიად ისეთ ადამიანებს განიხილავს, რომლებიც პრინციპულად არ ასახელებენ თუ ვის უჭერენ მხარს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ინტიმური საკითხია და არ თვლიან თავს ვალდებულად ვინმეს ანგარიშები ჩააბარონ.

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ვისი ელექტორატია მსგავსი პასუხის მქონე ამომრჩეველი ამის გარკვევა შესაძლებელია, თუ კველევაში ჩადებულია სპეციალურად ამის დასადგენად განკუთვნილი კითხვარი.

ზურაბ მხეიძე კითხვებზე პასუხისას ზოგად შიშის ფაქტორსაც არ გამორიცხავს. მისი თქმით, თბილისთან შედარებით, რეგიონებში ის უფრო დიდია, ამიტომ სად უფრო მეტმა ადამიანმა არ გასცა პასუხი კითხვებს, ამით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ რეგიონში შესაძლოა “არვიცი” პასუხი, სწორედ ამით ყოფილიყო განპირობებული.

ფსიქოლოგი NDI– ის აღნიშნულ კვლევის სანდოობაზეც საუბრობს და განმარატვს, რამდენად მიღებული პრაქტიკაა და შესაძლებელია 6 299 ადამიანის გამოკითხვით სრული სურათის დადება.

მისი თქმით, კველევის ჩატარების დროს მნიშვნელოვანია როგორ საველე პირობებში, რამდენად სწორი მეთოდოლოოგიით, სწორად შერჩეული, ჩამოყალიბებული კითხვარით ჩატარდა კვლევა, ვინ და რამდენად კვალიფიციურმა ადამაინებმა ჩაატარეს ის.

–”ზოგადად თვითონ ხომ არ ატარებს ეგ ნავარო, მის დაკვეთით ტარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ვინ იღებს და როგორ ასრულებს. ნდობაც ორი მომენტისაგან შედგება ერთია კვალიფიკაციიდან გამომდინარე არასწორად ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ვერ იქნება ზუსტი და მეორეა შესრულებელი ორგანიზაციის მიერ, მონაცემების სპეციალურად შეცვლა. ამიტომ თუ ეს ფაქტორები არ იწვევს ეჭვებს და ყველაფერი სწორადაა ჩატარებული, მაშინ 1200 გამოკითხული ოპტიმალური ვარიანტია სურათის დასადებად და განწყობის გადმოსაცემად,”– აცხადებს მხეიძე.

NDI – ს კვლევებით, ნაცმოძრაობას საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა რიცხვი, წინა კვლევასთან შედარებით 11 %-ითაა შემცირებული, ხოლო ქართული ოცნების მონაცემი 8%-თაა გაზრდილი. რესპონდენტთა 22% აცხადებს, რომ არ იცის, 16 % კი – პასუხზე უარს ამბობს.

როგორც NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ აღნიშნა, რომ საკმაოდ მაღალია პასუხზე უარის და “არ ვიცი”-ს პროცენტული მაჩვენებლები. გამოკითხულთა 17% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს, ხოლო 25% ამბობს, რომ არ იცის, ვის ისურვებდა საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად.

კვლევის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას მოქალაქეთა 75 % მიიღებს. ანუ ამ 75-დან პასუხს არ სცემს უმრავლესობა. თუმცა მიიღებს თუ არ ამონაწილეობას ამის თქმა არ უჭირთ.თუ ვის მისცემენ ხმას, ამას მალავენ, რისი მიზეზიც არსებობს, ბუნებრივია. პრაქტიკულად პასუხს არ ვიცი”-ს ან უარს ამბობს გამოკიტხულთა 38-43%.

კომენტარები