ბრალდებული მკვლელობის მოტივად, ურთიერთშელაპარაკებას ასახელებს.

პოლიციამ ასევე დააკავა ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პლიციის თანამშრომელი, 1990 წ. დაბადებული ნიკოლოზ ბაძაღუა. მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება.

სამართალდამცავებმა ფოჩხუას პირადი ნივთები, ფოტოაპარატი და მობილური ტელეფონი ამოიღეს.

27წლის მსახიობის, გიორგი ფოჩხუას ცხედარი, ანაკლიაში ზღვის ნაპირზე 14ივლისს იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები ეჭვობდნენ, რომ ის მოკლეს და ზღვაში დახრჩობის იმიტაციისთვის ჩააგდეს.

მოგვიანებით, ექსპერტიზამ გიორგი ფოჩხუას სხეულზე დაზიანებების კვალი დაადასტურა.

კომენტარები